გოგონა დრაკონის ტატუთი

სტიგ ლარსონი-“გოგონა დრაკონის ტატუთი”

მთარგმნელი-ნიკა სამუშია

გამომცემლობა:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011

თუ  ჩახლართული ამბები გიზიდავთ, დეტექტივებისა და თრილერების მოყვარულები ხართ, მაშინ სტიგ ლარსონის „გოგონა დრაკონის ტატუთი“  სწორედ , რომ თქვეთვისაა.

საოცრად დაძაბული მოვლენები კუნძულ ჰედებიზე ვითარდება. 82 წლის ჰენრის ვანგერი  40 წლის წინ გაუჩინარებულ ძმის შვილიშვილ ჰარიეტ ვანგერის მოსაძებნად ჟურნალისტ მიქაელ ბლუმკვისტს ქირაობს, რომელიც მხოლოდ იმიტომ თანხმდება შემოთავაზებულ წინადადებას, რომ ფინანსური პრობლემები აქვს. გამოძიებაში ასევე მონაწილეობს ჰაკერი გოგონა ლიზბეტ სალანდერი, რომელიც გონებაშეზღუდულადაა გამოცხადებული. ძველი ფოტოებისა და საარქივო მასალების შესწავლით, ვანგერების ოჯახის საიდუმლოება მჟღავნდება, რომელიც შოკისმომგვრელია.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისაა ადვილად იკითხება. ეს არის ამბავი, რომელიც გაფიქრებინებს, რომ ძლევამოსილი და ცნობილი ოჯახები, რომლებიც ხალხში საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობენ , თითქმის ყოველთვის მალავენ რაღაც საშინელებას. ზოგჯერ თავადაც არ იციან ამის შესახებ და როცა ყველაფერს ნათელი ეფინება, მთელი ძალით ცდილობენ კვლავ დამალონ და ბნელ კუნჭულში მიჩქმალონ ისე, რომ თითქოს არც ყოფილა.

სტიგ ლარსონი შვედი მწერალია, აღნიშნული რომანი (მისი შვედური სახელწოდებაა ქალთმოძულე კაცები“) კი მილენიუმის ტრილოგიის პირველ ნაწილს წარმოადგენს.

„გოგონა დრაკონის ტატუთი“  შვედურ ენაზე 2005 წელს გამოიცა, 40 ენაზე ითარგმნა და 21 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.  წიგნს მოპოვებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო, როგორებიცაა: Barry Award for Mystery/Crime Novel of The Decade (2010), Macavity Award for Best Firs Mystery Noვel (2009),Anthony Award for Best Firs Novel (2009), Galaxy British Book Awards for Crime Thriller of The Year (2009)

რომანის ეკრანიზაცია პირველად ნილს არდენ ოპლევმა 2009 წელს მოხდინა, ხოლო რიმეიქი 2011 წელს დევიდ ფინჩერმა გადაიღო.

Leave a comment