ნუ მოკლავ ჯაფარას

ჰარპერ ლი-“ნუ მოკლავ ჯაფარას”

მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

რედაქტორი:რუსუდან გორგაძე

ყდის დიზაინი: ია მახათაძე

გამომცემლობა:ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,2015

წიგნი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა! წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ! წიგნი, რომელიც გასწავლის, თუ როგორ შეინარჩუნო ადამიანობა ყოველგვარი სირთულის ფონზე.

სადღაც წავიკითხე, რაც უფრო მეტს კითხულობ, უფრო ნაკლებად ახდენს ტექსტი შენზე შთაბეჭდილებასო, მაგრამ „ნუ მოკლავ ჯაფარას“, ის წიგნია, რომელის ტექსტი მოგნუსხავს და ცხოვრებას სხვა თვალით დაგანახებს. დაგაფიქრებს იმაზე, რაზეც არ გიფიქრია, რომ ყველა შენს გარშემომყოფს აქვს რაღაც ისეთი თვისება, როს გამოც შეიძლება გიყვარდეს და პატივს სცემდე.

ნუ მოკლავ ჯაფარას-ჩიტს, რომელიც მხოლოდ გალობს და  არავითარ ზიანს არ აყენებს ადამიანს. საკმაოდ დაძაბულ და მძიმე სიუჟეტს ავტორი ისეთი სიფაქიზით და სიფრთხილით გვიყვება, რომ შეუძლებელია ზეგავლენის ქვეშ არ მოექცე. ატიკუს ფინჩი-ჰუმანურობის ეტალონი, მისი დამოკიდებულება შვილებთან, მეზობლებთან, კოლეგებთან მისაბაძ მაგალითს იძლევა.

ამბავი, რომელიც 1936 წელს მოხდა საკმაოდ რეალურია, რადგან იგი ეფუძნება ჰარპერ ლის საკუთარ მოგონებებს ოჯახსა და მეზობლებზე. რომანი პირველად 1960 წელს გამოიცა და ავტორს უდიდესი წარმატება მოუტანა. წიგნი აღიარებულია თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის კლასიკად.

1962 წელს რობერტ მალიგანმა წიგნის ეკრანიზაცია განახორციელა, რისთვისაც ოსკარი დაიმსახურა.

To Kill a Mockingbird

 

Leave a comment